Wednesday, July 13, 2011


1.პროექტის სახელწოდება:დედამიწა ჩემი სახლია

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით:პრაქტიკული უნარ–ჩვევები და იდეების გამოხატვა.

3.პროექტის აქტუალობა:ამოიცნობს და ასახავს გეომეტრიულ ფიგურებს და იყენებს ნამუშევრებში. ამოიცნობს ბუნებაში არსებულ ფერებს.აკვირდება და ახასიათებს  წელიწადის დროების მიხედვით ამინდის ცვალებადობასა და დღის ხანგრძლივობას.

4.პროექტის მიზნები:დაკვირვების უნარის,მხედველობითი მეხსიერების და ხელის მიტორიკის განვითარება.

5.მონაწილეთა ასაკი:5-6წელი

6.ვადები/ხანგრძლივობა:1 წელი

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:გამოიმუშავებენ პრაქტიკულ-უნარ ჩვევებს.ალბომი,ნახატები და გაზეთი.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:რვეული,საწერ კალამი,ფერადი ფანქრები, სახატავი რვეული,ფოტო აპარატი.

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეებს დავყოფ 3 ჯგუფად
    .I-ჯგუფს დავავალებ დააკვირდნენ გარემოს:მცენარეებს,ცხოველებს,სასწავლო ნივთებს,შენობებს და სხვადასხვა საგნებს.თითოელმა ჩამოწეროს საგნების სახელები და რომელ გეომეტრიულ ფიგურებს აგონებთ (სამკუთხედს,ოთხკუთხედს თუ წრეს).
     II-ჯგუფს მივცემ დავალებას,დააკვირდნენ ბუნებას,რამდენი და როგორი ფერები დაინახეს დაკვირვების შედეგად მაგ:მინდორი,ზღვა, ყვავილები,ცხოველები,მწერები და სამოსი რა ფერის გხვდება.
     III-ჯგუფს დავავალებ დააკვირდნენ წელიწადის დროებს.დაახასიათონ თითოეული დრო.დროების სპეციფიკული მახასიათებლები ჩამოთვალონ.მიაქციონ ყურადღება დღისა და ღამის ხანგრძლივობას.
      ბოლოს ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციას.ეს იქნება წერილობითი,სურათებითა და ნახატების სახით.



10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართულუ ენა,მათემატიკა,ბუნება ხელოვნება.

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ეკატერინე ხოშტარია

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:e.xoshtaria.@gmail..com

13.პროექტის ვებ.გვერდი/ბლიგიexoshtaria.blogspot.com